ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტორუნის სოციალური და მედიაკულტურის უნივერსიტეტი (პოლონეთი) გიწვევთ დისტანციურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ცვლილება და უწყვეტობა: დემოკრატიის განმტკიცების გზა“.
კონფერენციის მიზანია შეკრიბოს პროფესორები, მკვლევრები, პოლიტიკის შემქმნელები, პრაქტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები საკითხის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში განსახილველად.
კონფერენცია გაიმართება 16 მარტს. სამუშაო ენა: ინგლისური.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ CV და აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (250-300 სიტყვა) არაუგვიანეს 29 თებერვლისა მისამართზე socpol.science@tsu.ge . სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „კონფერენცია 2024“.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
კონფერენციის სამუშაო თემებისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.